აღმოჩნდა, რომ თურმე ამ ჯგუფისთვის ევროპული ღირებულება არის კრიმინალთა ერთად ბრიფინგის ჩატარება, სისხლის სამართლის დამნაშავესთან ერთად გვერდში დგომა. ვგულისხმობ იმ დეპუტატებს, ვინც იქ იდგნენ, იქ ხომ არ იდგა მთელი პარლამენტი. აღმოჩნდა, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ყოფილა ევროპული ღირებულება, ესეც აღმოვაჩინეთ გუშინ. აღმოჩნდა, რომ პოლიციელზე თავდასხმა ყოფილა ევროპული ღირებულება, ესეც გავიგეთ გუშინ ამ ჯგუფისგან. ეს არის ჯამში, რასაც ეს ევროპარლამენტარების ეს ჯგუფი, როცა გვეუბნება, რომ ევროპულ ღირებულებებს არ შევესაბამებით - ამას გულისხმობენ, რომ გვერდში არ ვუდგავართ კრიმინალებს, თავს არ ვესხმით პოლიციას, მიხეილ სააკაშვილი, როგორც სისხლის სამართის დამნაშავე, ციხეშია. თურმე ამას რომ ვაკეთებთ, ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. მგონი, ვხედავთ, რომ ეს ჯგუფი აბსოლუტურად აცდენილია არათუ ევროპულ ღირებულებებს, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც კი.
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარების იმ ჯგუფზე, რომელმაც 23 აპრილს ბრიფინგი გამართა.