პაპის სადესპანო შოვზე: ლოცვას აღვავლენთ დაღუპულთათვის და დაკარგულთა გადასარჩენად

პაპის სადესპანო შოვზე: ლოცვას აღვავლენთ დაღუპულთათვის და დაკარგულთა გადასარჩენად

პაპის სამოციქულო ნუნციატურა საქართველოში განცხადებას ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო.

"საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო გლოვობს და შოვის რაიონში სტიქიის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო სამძიმარს გამოხატავს. აღვავლენთ ჩვენ ლოცვას დაღუპულთათვის, დაშავებულებისთვის და დაკარგულთა გადასარჩენად", - წერია პაპის სადესპანოს განცხადებაში.

***

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი.

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 20-მდე ადამიანთან.