პაკისტანსა და ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანსა და ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანსა და ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ დააზიანა შენობები, გამოიწვია მეწყერი. დაზიანდა სატელეფონო ხაზები.

ეპიცენტრი იყო ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთის მაღალმთიანი რეგიონი, რომელიც პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ბიძგები შორეული ჯურმის ხეობიდან ინდოეთშიც იგრძნობოდა.

9 ადამიანი დაიღუპა პაკისტანში, კიდევ სამი ავღანეთში. მიწისძვრის დროს ბევრი ოჯახი ქუჩაში იყო რადგან სპარსულ ახალ წელს ან ნოვრუზის დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

პაკისტანის პრემიერმინისტრის კატასტროფის სააგენტოებს სთხოვა გადაუდებელი ზომები მიიღონ ხალხის დასახმარებლად.

ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, ბიძგები იგრძნობოდა 1000 კილომეტრზე, რაც მოიცავს ინდოეთს, უზბეკეთს, ტაჯიკეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ავღანეთსა და თურქმენეთს.