
რუსეთის ვიცეპრემიერის, ალექსეი ოვერჩუკის მტკიცებით, სომხეთს ევროკაშირსა და ევრაზიის კავშირს შორის არჩევნის გაკეთება მოუწევს.
26 მარტს სომხეთის პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
"კანონის ტექსტს გავეცანი. ისეთია, ყველაფერი კარგი, ყველაფერი ცუდის წინააღმდეგ, სრულიად ზოგადი სიტყვებია. მაგრამ ეს სომხეთი შიდა საქმეა", – თქვა ოვერჩუკმა.
რუსეთის ვიცეპრემიერმა თქვა, რომ EU-სა და ევრაზიის (EAEU) კავშირს, დაახლოებით ერთნაირი დღის წესრიგი აქვს.
"რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება არჩევნის გაკეთება. იმიტომ, რომ ორ სკამზე ერთდროულად ჯდომა, ცხადია, არ გამოვა", - თქვა ოვერჩუკმა.