დანიის მოქმედი ელჩი ბიძინა ივანიშვილის შესახებ მკაცრ შეფასებებს არ მოერიდა. ანე ტოფტ სორენსენმა პუბლიკაცია დანიურ პრესაში გამოაქვეყნა და ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა. დიპლომატმა ოლიგარქს წარსული გაუხსენა, სად დააგროვა ფული საქართველოს მმართველმა. ივანიშვილს აკრიტიკებენ ევროპარლამენტარებიც.