ოცნება ადმინისტრაციულ პატიმრობას 60-დღემდე ზრდის, შენობებში აქციებს კი ზღუდავს

ოცნება ადმინისტრაციულ პატიმრობას 60-დღემდე ზრდის, შენობებში აქციებს კი ზღუდავს

ქართული ოცნება ადმინისტრაციულ პატიმრობას 60-დღემდე ზრდის, დახურულ სივრცეებში აქციებს კი კრძალავს. შესაბამისი განცხადება ოცნების წევრმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა.

"მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები, პირველ რიგში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება.

წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანის წარმომადგენლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისათვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისათვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც 60 დღემდე"- თქვა მდინარაძემ.