სამშობლოს მოყვარული ადამიანისთვის ამაზე ცუდი გადაწყვეტილების მიღება, მეტი აღარ იქნება. რუსეთი ჩვენ გვაჯილდოებს ახალ-ახალი სიურპრიზებით და ვინც ამას სიხარულით ხვდება, სამშობლოს მოღალატედ მიმაჩნია. აფხაზეთიდან ან ოსეთიდან დევნილებს, რაიმე დადებით გადაწყვეტილებად თუ მიაჩნიათ, არ მგონია, რადგან ჩვენმა ხალხმა იწვნია მათი ხელით, თუ ასე თავისუფლად დავუთმობდით ყველაფერს, ნამდვილად არ მეგონა.
ამის შესახებ გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ ფორმულასთან განაცხადა. მან რუსეთის მხრიდან პირდაპირი ფრენების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნა შეაფასა.