სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოთარ ფარცხალაძის ფოტოებს აქვეყნებს. ერთი სურათი სუსთან, ორი კი შენობაშია გადაღებული. ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ რუსეთის აგენტობაში მხილებულმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ქვეყანა გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა. ფოტომასალა კონკრეტიკასაა მოკლებული და ვერ ადასტურებს სუს-ის ხელმძღვანელის სიტყვებს ფარცხალაძის ქვეყნიდან წასვლის ზუსტ დროზე. სურათებს თან არ ახლავს შესაბამისი მონაცემი. სუს-მა არ გაასაჯაროვა ვიდეოკადრები, რომელსაც ყოველთვის ერთვის დრო - დღეების, საათისა და წუთების მიხედვით. მთავარი კი ისაა, რომ ხელისუფლებამ ფარცხალაძე ქვეყნიდან გაუშვა და ახლა საქმის დასახურად ემზადება.