ორთაჭალაში ავარია მოხდა - შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. გორგასლის ქუჩაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.