მთავრობის კანცელარიასთან ონკოპაციენტების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ონკოპაციენტების ოჯახის წევრებმა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის სახელზე კანცელარიაში წერილი დატოვეს. ასობით ონკოპაციენტი მკურნალობის სრულად დაფინანსებას ითხოვს.
მთავრობის მოქმედი პროგრამა გულისხმობს წლიურად მხოლოდ 25 000-იან ლიმიტს, რაც ხშირ შემთხვევაში, გადასხმისთვის და სხვა საჭირო პროცედურებისთვისაც არ არის საკმარისი.
მთავარი მოთხოვნა დაწესებული ლიმიტის მოხსნა და ონკოპაციენტების ინდივიდუალურად დაფინანსებაა მათი საჭიროების მიხედვით.
აქციაზე შეკრებილების თქმით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სამედიცინო მომსახურება თითოეული პაციენტისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, თუმცა მათი თქმით, დაპირება დაპირებად დარჩა.