ომის 3 წლისთავზე ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი გამოაცხადა

ომის 3 წლისთავზე ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი გამოაცხადა

დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის შემდეგ დღეს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 3 წლის თავზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი გამოაცხადა.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სანქციების ეს პაკეტი "მიზანში იღებს მომარაგების ჯაჭვებს და შემოსავლებს, რომლებიც ხელს უწყობს პუტინის უკანონო ომს".

სანქციების ეს პაკეტი შეეხება რუსი სამხედროებისთვის მანქანა-იარაღების, ელექტრონიკის მწარმოებლებსა და მომწოდებლებს, ასევე, ორმაგი დანიშნულების საქონლის მწარმოებლებს და მომწოდებლებს, რომლებიც მესამე ქვეყნებშია დაფუძნებული, კერძოდ, საუბარია ცენტრალურ აზიაზე - თურქეთზე, ტაილანზე, ინდოეთსა და ჩინეთზე.

ამასთან, ინფორმაციიდან ირკვევა, რომ დიდი ბრიტანეთი სანქციებს უწესებს ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრს, ჩრდილოეთ კორეელ გენერლებს და 13 რუსულ ობიექტს.

ამასთან, დღესვე დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფა დაანონსა, რომელიც ღირებულებაც 6 მილიარდი დოლარია.