ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რწმუნებულები გასული ღამის მანძილზე ადგენდენ აქციაზე დაკავებულთა ადგილმდებარეობას, ხვდებოდნენ დაკავებულებს და პირადად იგებდნენ ინფორმაციას მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ.
მათი ცნობით, 3 მაისის დილის მდგომარეობით სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 10 პირი მოინახულეს.
"ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სახალხო დამცველის აპარატი კვლავ აგრძელებს დაკავებულთა მოძიებასა და მათთან გასაუბრებას.
განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას"- ნათქვამია განცხადებაში.
უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში.
3 მაისის ღამეს დაკავებულთა რაოდენობის შესახებ შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. დაკავებულთა შორის არიან ორი მუსიკოსი, სანდრო ქერაული და მიხო კალანდარიშვილი.