ომბუდსმენი: 7 აპრილს, აქციაზე დაკავებული 3 პირიდან ორი არასათანოდო მოპყრობაზე მიუთითებს

ომბუდსმენი: 7 აპრილს, აქციაზე დაკავებული 3 პირიდან ორი არასათანოდო მოპყრობაზე მიუთითებს

სახალხო დამცველის აპარატი 7 აპრილს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 მოქალაქის შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ომბდუსმენის რწმუნებულებმა ისინი იზოლატორში მოინახულეს.

დაკავებულები არიან - ვატო სამხარაძე, თაზო კვესელავა და რეზი დუმბაძე.

"ორმა მათგანმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა.

სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. აპარატი სხვა უფლებადარღვევებთან დაკავშირებითაც მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას", - ნათქვამია განცხადებაში.