სექსუალური შევიწროება, სექსიზმი და არასასურველი შეხება. სახალხო დამცველმა ოცნების მთავარი პროპაგანდისტის მხრიდან, ქალზე სექსუალური ხასიათის - შევიწროება დაადგინა. შალვა რამიშვილისა და ანანია გაჩეჩილაძის შეხვედრის ამსახველი ორსაათიანი აუდიო მტკიცებულება, რომელიც პირველად შაბათის ფორმულამ გაასაჯაროვა - ახალა უკვე ოფიციალური დოკუმენტია - რომ შალვა რამიშვილი სექსუალური შემვიწროებელია. მიუხედავად იმისა რომ სახალხო დამცველმა პირველად გამოკვეთა სექსიზმი - სექსუალური შევიწროების ერთ-ერთ ნიშნად - შალვა რამიშვილი ისევ პროპაგანდისტული მედიის დირექტორია და ბრძენი ივანიშვილის მთავარი ტელესახე.