ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყება ოცნებას "ბალანსირებული პოლიტიკისთვის" აქებს

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყება ოცნებას "ბალანსირებული პოლიტიკისთვის" აქებს

დროებით ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას და ქართულ ოცნებას "ბალანსირებული პოლიტიკისთვის" აქებენ.

საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობა "შიდა რადიკალური ოპოზიციისა" და გარე ძალების მხრიდან "ძალიან მძიმე ზეწოლას" განიცდის, თუმცა მთავრობა ბალანსირებული პოლიტიკის შენარჩუნებას ახერხებს.

"საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ძალიან სერიოზულ ზეწოლას განიცდის, როგორც შიდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ასევე, საგარეო, ე.წ. "საქართველოს მეგობრების" მხრიდან. მათ ანტირუსულ კოალიციაში გაწევრიანებას სთხოვენ, მათ შორის, სანქციების დაწესებას და იმასაც, რომ გარკვეულ პირობებით, "მეორე ფრონტი" გახსნან. ჯერ-ჯერობით, საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ახერხებს ბალანსირებული პოლიტიკის გატარებას და და მსგავს სუიციდურ მოწოდებებს არ ემორჩილება", - ამბობენ ისინი.

განცხადებაში იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა "წინდახედული დარჩება" და პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს.