ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი: უკრაინულმა დრონებმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვიეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი: უკრაინულმა დრონებმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვიეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ "უშიშროების საბჭოს სხდომა" მოიწვია, რომელზეც განაცხადა, რომ რამდენიმე უკრაინულმა დრონმა ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სიცრცე დაარღვია.

"უშიშროების საბჭოს სხდომის" მოწვევა დაკავშირებული იყო "აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის" მახლობლად, რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ უკრაინულ იერიშთან.

ამასთან დაკავშირებით, გუნბამ ე.წ. თავდაცვის სამინისტროსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურს დაავალა, გააძლიერონ თანამშრომლობა რუსულ FSB-სთან, რათა "მომავალში თავიდან იყოს აცილებული ასეთი შემთხვევები."