ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ვიცე-პრემიერი ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ვიცე-პრემიერი ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი ჩავიდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, რუსეთის დელეგაცია სოხუმში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ნოვაკი რუსეთის მთავრობაში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. აფხაზეთში მან რამდენიმე ობიექტი მოინახულა, რომლებიც რუსეთის დახმარებით გაარემონტეს. რუსეთის დელეგაციამ ასევე ბიჭვინთაში მომავალი სასტუმრო "მოსკვა რეზორტის" ტერიტორია დაათვალიერა.

გარდა ამისა, ნოვაკი იყო სოხუმის აეროპორტში, რომლის აღდგენასაც ე.წ. მთავრობა რუსეთის ინვესტიციების დახმარებით გეგმავს.

რუსეთის მთავრობის წარმომადგენელს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი, ასლან ბჟანია შეხვდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ აფხაზეთი რუსეთის "სტრატეგიული პარტნიორია" და ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.