ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ბელოზერკას დასახლებას დაარტყეს

ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ბელოზერკას დასახლებას დაარტყეს

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ბელოზერკას დასახლებას დაარტყეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმის ქვეშ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მოექცა, რის შედეგადაც მძღოლი და ექთანი დაშავდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.