რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
უწყების ცნობით, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზი" და ამასთანავე, გატაცების შესახებ ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებსაც გადაეცათ.
"ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას", - წერია სუს-ის განცხადებაში.