ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის 2 დასახლება დაბომბეს, დაიღუპა მამა-შვილი

ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის 2 დასახლება დაბომბეს, დაიღუპა მამა-შვილი

ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ორ ოლქზე იერიში საზენიტო რაკეტებით მიიტანეს. დაღუპულებს შორის მამა-შვილი არიან. არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას დონეცკის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.

"მტერმა დაარტყა ვოლნოვასკის რაიონის სოფელ მაქსიმივკას. სახლის ნანგრევების ქვეშ ორი დაღუპულის ცხედარი იპოვეს - 68 წლის კაცისა და მისი 39 წლის ვაჟის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისას KAB-500 ავიაბომბები გამოიყენეს.

გარდა ამისა, შუადღისას რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ჰირნიკზე. . შედეგად დაზიანება მიიღეს 58 და 53 წლის ცოლ-ქმარმა. ნაღმზე აფეთებისგან მიყენებული დაზიანებებით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროის მონაცემებით, სულ მცირე, 5 მაღალსართულიანი შენობაა დაზიანებული.