რუსეთის არმიის 43-ე დივიზიის წარმომადგენელი საქართველოში თავისუფლად გადაადგილდება. ბოევიკი ანა ლაკობა პოზირებს და ვიდეოებს სოციალურ ქსელში ათავსებს, საქართველოს სპეცსამსახურები კი, რომლებიც ოპონენტებს უთვალთვალებენ და მათ ყველა ნაბიჯს აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ ვერ გააკონტროლებენ მტრული სახელმწიფოს სასარგებლოდ მებრძოლების ქვეყანაში ყოფნას.