ოკუპანტების იერიშს მიკოლაევზე 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოკუპანტების იერიშს მიკოლაევზე 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, მიკოლაევის საცხოვრებელ უბნებზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - მათ შორის ერთი ბავშვია.

ინფორმაციას ამის შესახებ მიკოლაივის მერი ალექსანდრე სიენკევიჩი Telegram-ზე ავრცელებს.

"ცნობილია, რომ დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი", - წერს იგი.

სარაკეტო იერიში რუსებმა დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე განახორციელეს.