ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების მიერ რუსულ კანონზე დადებული ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი მკაფიო სიგნალია იმისა, რომ მთავრობისთვის ევროკავშირი და მასში ინტეგრაცია პრიორიტეტი არ არის.
"ქართული ოცნების მიერ უცხოური აგენტების კანონზე დადებული ვეტოს დაძლევა მკაფიო სიგნალია: მთავრობისთვის ევროკავშირში ინტეგრაცია პრიორიტეტი არ არის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო შეუერთდება დამოუკიდებელი დემოკრატიების ევროპულ ოჯახს და ასევე ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, მათ სურვილთან ერთად - მათი ქვეყნისთვის ჰქონდეთ ევროპული მომავალი", - წერია ნორვეგიიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.