ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდმა განაცხადა, რომ დაფინანსების ნაკლებობისა და ძალადობის გაგრძელების გამო პალესტინის ხელისუფლება შესაძლოა უახლოეს თვეებში დაიშალოს.
"სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. პალესტინის ხელისუფლება, რომელთანაც ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, გვაფრთხილებენ, რომ ისინი შესაძლოა ამ ზაფხულს ჩამოიშალნონ", - თქვა ბარტ ეიდმა.
მინისტრი ამბობს, რომ თუ მთავრობა დაიშლება, შეიძლება კიდევ ერთი ღაზა მივიღოთ, რომელიც საშინელი იქნება ყველასთვის, მათ შორის ისრაელისთვისაც.