
ნორვეგია აპირებს, თავისი სუვერენული ფონდის ნაწილი გამოიყენოს უკრაინის მხარდაჭერის გასაზრდელად, რადგან აშშ-ის სამხედრო დახმარების შემცირების ნიშნები სულ უფრო აშკარა ხდება.
ნორვეგიას მსოფლიოში უდიდესი სუვერენული ფონდი აქვს, რომლის მოცულობა 1.7 ტრილიონ ევროს შეადგენს.
ნორვეგიის ლიბერალური პარტიის ლიდერმა გური მელბიმ განაცხადა, რომ ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გაამრავლოს უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი კი მიიჩნევს, რომ ნორვეგიის დახმარება "მნიშვნელოვნად და სწრაფად" უნდა გაიზარდოს.
ამ საკითხზე ნორვეგიის მთავრობა პარლამენტისთვის ახალი წინადადების წარდგენას გეგმავს. პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე ასევე დაესწრება დღეს ლონდონში დაგეგმილ ევროპის ლიდერთა შეხვედრას, სადაც ეს საკითხი განიხილება.