
ნიუ ჯერსის შტატში, ატლანტის ოკეანესთან ახლოს მდებარე პაინლენდსის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი შესაძლოა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გახდეს. შტატის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, "ჯოუნს როუდის" ხანძარმა უკვე მოიცვა 11,500 აკრი და ამ დროისთვის მხოლოდ 30%-ით არის ლოკალიზებული.
ხანძარი სამშაბათს დაიწყო გრინვუდის სატევრში და ერთ დღეში სწრაფად გავრცელდა. ოკეანის ოლქის მუნიციპალიტეტებში – ლეისიში, ოკეანსა და ბარნეგატში – დროებით მოხდა 1,300-მდე სახლის ევაკუაცია, თუმცა შეზღუდვები უკვე მოხსნილია. ასევე, კვლავ ფუნქციონირებს Garden State Parkway – მთავარი ტრანსპორტის მაგისტრალი, რომელიც ხანძრის გამო დროებით იყო გადაკეტილი.
შტატის ვიცე-გუბერნატორმა ტაიშა უეიმ ოთხშაბათს დილით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე არ ფიქსირდება მსხვერპლი ან საცხოვრებელი სახლების დაზიანება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია, ხოლო მისი სრული ლოკალიზების ვადები ჯერჯერობით უცნობია. მოსალოდნელია, რომ ხანძარი კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება – სანამ პარასკევს ან შაბათს ნალექი მოვა.