ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა - სხდომაზე შესვენება გამოცხადდა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა - სხდომაზე შესვენება გამოცხადდა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.

მანამდე მელია მისი გატაცების საქმეზე საუბრობდა, რა დროსაც შვანგირაძეს უთხრა, რომ "დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთერთი რგოლია, რომელსაც არ უჩნდება კითხვა, როგორ აღმოჩნდა ის იქ".

მოსამართლემ მელია დარბაზიდან გააძევა და სხდომაზე შესვენება გამოცხადა.

ნიკა მელია გუშინ, 29 მაისს ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს აიყვანეს, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.