ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი, დავით სოლომონია გადადგა

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი, დავით სოლომონია გადადგა

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი, დავით სოლომონია გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, მან საგარეო უწყებას თანამდებობის დატოვების შესახებ წერილობით უკვე მიმართა.

"საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას. დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი პროფესიული ვალდებულებები შენს ცხოვრებისეულ არჩევანს ემთხვევა.

მე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობებს, ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. დღეს ეს იმედი დასრულდა.

ვგმობ ნებისმიერი ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას", - ვკითუხლობთ დავით სოლომონიას განცხადებაში.