ფრენებთან დაკავშირებით ევროკავშირმა უკვე ორი განცხადება გაავრცელა. ერთი იყო, რომ საქართველო უნდა მიჰყვებოდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს და მეორე, ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ნიდერლანდები, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა ამ განცხადებებს უერთდება. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ყველამ ვიცით, რა მდგომარეობაცაა. 12 რეკომენდაცია უნდა შეუსრულდეს. ყველა პარტიამ ერთად უნდა იმუშაოს ამისთვის.