ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას განიხილავს

ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას განიხილავს

Reuters-ის ცნობით, ნიდერლანდების მთავრობა უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას განიხილავს.

"ჩვენ აქტიურად განვიხილავთ [უკრაინისთვის] F-16 გამანადგურებლების გადაცემის საკითხს დანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროპის სხვა ქვეყნებთან და ასევე აშშ-თან.

უპირველეს ყოვლისა, ყველა პარტნიორს შორის შეთანხმება აუცილებელია, როგორც ეს იყო წარსულში, უკრაინისთვის ჰაუბიცების და Leopard-ის ტანკების მიწოდებამდე. დებატები გრძელდება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ამ ბრძოლაში", - განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, მარკ რიუტემ.

გუშინ, პოლონეთმა უკრაინას დამატებით 10 MiG-29 გამანადგურებელი გადასცა. პირველი ოთხი თვითმფრინავი კი პოლონეთმა უკრაინას აპრილის დასაწყისში გადასცა. ასევე ცნობილია, რომ სლოვაკეთი უკრაინას 13 MiG-29 გამანადგურებელს გადასცემს.