ნიდერლანდები უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, მარკ რუტემ ხარკივში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
ნიდერლანდების პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავები კიევს მალე მიეწოდება.
ამასთან, დღეს ნიდერლანდებმა და უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
მანამდე, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება იტალიასთან, კანადასთან, დანიასთან, ბრიტანეთთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან გააფორმა.