ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა.
"უკრაინელებს ბრძოლის გასაგრძელებლად მხარდაჭერა სჭირდებათ. ამ შემთხვევაში, საუბარია საბრძოლო მასალაზე. ამ კუთხით, ჩვენ შევძელით უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტი შეგვეთავაზებინა", - ამბობს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი.
მისი თქმით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინაში მომავალი წლის შუა რიცხვებამდე გაიგზავნება.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ დახმარების პაკეტიდან 260 მილიონი ევრო საარტილერიო ჭურვებზე დაიხარჯება, 240 მილიონი ევრო კი ტანკებსა და საბრძოლო მასალაზე.