მედიის ინფორმაციით, ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა.
ნეპალში მიწისძვრა პარასკევს მოხდა. ოფიციალური პირების ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა, დიდი ალბათობით, გაიზრდება.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,6 მაგნიტუდა შეადგინა და ბიძგები სამ სხვადასხვა პროვინციაში იგრძნობოდა. მისი სიღრმე 18 კილომეტრი იყო და ბიძგები ნიუ დელიმდეც აღწევდა.