![თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ე.წ. შავფორმიანმა პოლიციელებმა მოქალაქე დააკავეს [VIDEO]](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/eaddd3db-e74a-4956-9532-0cb16fb8dedb.png)
ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.
"ეს არ არის მხოლოდ მზიას ბრძოლა - ეს არის ბრძოლა ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და საქართველოს მომავლისთვის", - ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.
პეტიციაზე ხელის მოწერა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - https://t.ly/_Y-tx
მზია ამაღლობელი 30-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკაში რჩება და გრძელდება მონიტორინგის პროცესი.
დღეს ვივა მედის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია.
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უცვლელი, თუმცა მას გააჩნია გარკვეული სახის ჩივილები, რაც ზოგადად ახასიათებს შიმშილის ეფექტს ამდენი დღის განმავლობაში. პარასკევს ნანახი იქნა სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმთა ჯგუფის მიერ, შემდეგ მოხდა ჩვენთან შეხვედრა და ერთობლივი რეკომენდაციები იქნა გაცემული, რაზეც პაციენტმა თანხმობა განაცხადა. აქ იყო საუბარი იმ სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაზე და იმ გართულებების პრევენციაზე, რაც ახასიათებს ზოგადად ამდენი დღის შიმშილობის ეფექტს, ამიტომ დღეს დილიდან მკურნალ ექიმთან ერთად გავიარეთ ეს ყველაფერი", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.