ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ 9 აპრილს დაგეგმილი აქცია არ არის პარტიული ღონისძიება. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორი სწორედ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა, ლიდერები სხვა პოლიტიკური ძალების ლიდერებს მოუწოდებენ, მივიდნენ რუსთაველზე და სცენაზე სიტყვით გამოვიდნენ.