მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს და პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მოძრაობას უერთდება. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, მოვუსმინე ნიკა მელიას და ეს მოლოდინი მქონდა, ცხადია. მე დავინახე შესაძლებლობა, რომ ჩავერთო იმ პროცესში, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, მე ვუერთდები ამ მოძრაობას, ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი.
[...] რომ ვუერთდები, ცხადია, ამას ნიშნავს, რომ [ნაციონალურ მოძრაობას] ვტოვებ", - თქვა ზოდელავამ.
ნიკა მელიამ 7 დეკემბერს მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ ახალ პარტიას დააფუძნებს. მან ისაუბრა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი აღარაა და სხვა პარტიაში გაწევრიანების შესაძლებლობას ვერ ხედავს. მისივე თქმით, ახალი პარტია "გონივრულ ვადაში" დაფუძნდება.