წულუკიანის პირადი ანგარიშსწორების გამო, შესაძლოა, თბილისის კინოფესტივალი დაიხუროს. კინოცენტრიდან გათავისუფლების შემდეგ გაგა ჩხეიძის მიმართ დევნა არ წყდება. ამჯერად კულტურის მინისტრი გაღიზიანებულია იმით, რომ კინოცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს გერმანიის სახელმწიფო ჯილდოს აძლევენ. გოეთეს ინსტიტუტს ამ ინფორმაციის გასწვრივ უწერია, რომ ნომინანტი კინოცენტრიდან მისი ანტირუსული და პროუკრაინული პოზიციის გამო გაუშვეს. ამის შემდეგ კინოცენტრის სახელით გავრცელდა განცხადება, რომელიც პირდაპირ თავს ესხმის გოეთეს ინსტიტუტს. ჩხეიძე ვარაუდობს, რომ ტექსტი პირადად წულუკიანის დაწერილია.