მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას მიწის ოთხი ნაკვეთი ერთ ლარად გადასცა

მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას მიწის ოთხი ნაკვეთი ერთ ლარად გადასცა

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 მარტის განკარგულების მიხედვით, მართლმადიდებელ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 ლარად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ოთხი ნაკვეთი გადაეცა. დოკუმენტს ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

კერძოდ, ეკლესიას გადაეცა:

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯაში მდებარე 849 კვადრატული მეტრი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნატანებში, 22-ე ქუჩაზე, N106-ში მდებარე 929 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში მდებარე 345 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში მდებარე 859 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი

განკარგულების თანახმად, მართლმადიდებელ ეკლესიას განესაზღვრა საპრივატიზებო თანხის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში.