საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.
ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
"აღინიშნა, რომ საქართველო რჩება დემოკრატიული რეფორმების შემდგომი წინსვლის, ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგული.
მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.