
მთაწმინდის პარკის პარკინგთან არსებული შენობის ჩამონგრევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. ინფორმაცია თავდაპირველად TV პირველმა გაავრცელა.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო, სამთო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.