ლიეტუვის პრემიერმინისტრი, ინგრიდა შიმონიტე საქართველოს მოსახლეობას დამოუკდიებლობის დღეს ულოცავს.
ამასთან, ლიეტუვის პრემიერი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ქართველი ერის ნება აღასრულოს.
"საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და ქართველმა ხალხმა აშკარად აირჩია ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს თავისი ერის ნება და დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს, როგორც ეს არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციაში", - წერს ინგრიდა შემონიტე.