მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი დაუსწრებლად დააკავა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სასამართლოში აღნიშნავენ, რომ რუსული გამოძიება ბუდანოვს ადანაშაულებს ტერორისტული საზოგადოების ჩამოყალიბებაში, ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში ტერაქტის მოწყობაში, იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო გამოყენებაში. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლებით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთაა.
გასული წლის 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე აფეთქების შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ კირილ ბუდანოვი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორია.