ქართული ოცნების საარჩევნო კამპანია რომ ანტიევროპული, ანტიდასავლური გზავნილებით, ზიზღით, სიძულვილით, შიშის დათესვით და სისხლიანი ბანერებით გაჯერებული იქნება, ეს უკვე დადასტურებულია, რადგან ივანიშვილის რეჟიმი არც ძალაუფლების შენარჩუნების გეგმას და არც პიარ სტრატეგიას არ ცვლის. ოლიგარქის პარტიამ, ისევ ნაცად ხერხს მიმართა და საარჩევნო კამპანია ისევ მოშე კლუგჰაფტს ჩააბარა. როგორი იქნება ივანიშვილის პარტიის საარჩევნო კამპანია და ვინ არის მოშე კლუგჰაფტი. მოშე კლუგჰაფტის სახელი, პირველ რიგში სწორედ სისხლიან ბანერებთან ასოცირდება - შავი პიარის სპეციალისტი, რომელიც ივანიშვილმა, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საგანგებოდ ჩამოიყვანა, ახლა ისევ მმართველი პარტიის სამსახურშია. სწორედ კლუგჰაფტის იდეა იყო, საარჩევნო ბანერებიდან სალომე ზურაბიშვილის ჩამოხსნა და მის ნაცვლად მმართველი პარტიის დამფუძნებლის თუ სხვა ლიდერების გამოფენა. რას სთავაზობს ამჯერად კლუგჰაფტი მმართველ პარტიას - დეტალები უცნობია, მაგრამ ქართული ოცნება პიარ სტრატეგიის გარდა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, სხვა უკანონო მეთოდებითაც ემზადება.