მოსამართლემ თბილისი მოლთან აქციაზე დაკავებული 8 მოქალაქისთვის საპატიმრო გირაო გამოიყენა

მოსამართლემ თბილისი მოლთან აქციაზე დაკავებული 8 მოქალაქისთვის საპატიმრო გირაო გამოიყენა

მოსამართლემ თბილისი მოლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 8 მოქალაქისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო გამოიყენა. მან მცირე ცვლილება შეიტანა თანხის ოდერნობაში, ბრალდებულების ნაწილის შემთხვევაში გირაო 5 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო ნაწილის შემთხვევაში 3 500 ლარი.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურატურამ მიმართა.

შსს-ს 4 თებერვლის განცხადების თანახმად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დააკავეს: ირაკლი წიგნაძე, გიგი უგულავა, ირაკლი ტაბლაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიშვილი, ალექსანდრე გოგოლაძე, დიმიტრი ბიძინაშვილი. მათ ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.