
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან ფორმულას ჟურნალისტი და ოპერატორი გააძევა.
მოსამართლემ მიზეზად პირდაპირი ტრანსლირება დაასახელა, თუმცა, ფორმულა სხდომას რამდენიმე წუთის დაგვიანებით, დადგენილი ნორმით აშუქებდა.
დღევანდელ სხდომაზე "დაზარალებული" პოლიციელი, ირაკლი დგებუაძე იკითხება.