მოსამართლე 14 ადვოკატს უჩივის

მოსამართლე 14 ადვოკატს უჩივის

სასამართლო კლანი ბრალდებულების გარდა ახლა ადვოკატების დასჯასაც ცდილობს. მოსამართლე აქციის მონაწილეების 14 დამცველს ადვოკატთა ასოციაციაში უჩივის. საქმე ეხება რეზონანსულ სხდომას, როცა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გადავსებული დარბაზი პრინციპულად არ შეცვალა უფრო დიდი სივრცით.

არადა ამის პრეცედენტი უკვე არსებობდა წინა დღით, როცა სხვა მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა დარბაზის ცვლილების თაობაზე. ხუსკივაძის გაჯიუტების საპასუხოდ ადვოკატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. სწორედ ამის გამო უჩივის მოსამართლე ადვოკატებს.