კორპუსი დაჭაობებულ ტერიტორიაზე, ქვეწარმავლები, საკანალიზაციო სისტემის გარეშე, დანგრეული გზა და არაფერი ბავშვებისთვის - ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის უმისამართო კორპუსის მცხოვრებლებს. მოსახლეობა ჰყვება, რომ ერთადერთი შვება კორპუსის სახურავია - მანამდე მოსახლეობის ისედაც პრობლემების მრავალრიცხოვან ჩამონათვალს წვიმის დროს სახლებში ჩასული წყალიც ემატებოდა. მრავალწლიანი ცხოვრების მიუხედავად საცხოვრებელი ფართები მათ საკუთრებაში არ არის და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოერთვათ.