
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 28 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა POLITICO ავრცელებს.
ინიციატივას მხარი 57-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 32-მა თავი შეიკავა. მოსალოდნელია, რომ კენჭისყრა უაღრესად კონკურენტუნარიანი იქნება და შესაძლოა შეცვალოს მოლდოვის პოლიტიკური ლანდშაფტი.
როგორც გამოცემა წერს, მოსალოდნელია, რომ სექტემბერში დაგეგმილი არჩევნების შედეგად მოლდოვის პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტის, მაია სანდუს პროევროპული პარტიის ადგილები შემცირდეს.
სანდუ, რომელიც ცდილობს, მოლდოვა კიდევ უფრო დააახლოვოს ევროკავშირთან და დააშოროს რუსულ ორბიტას, ოპოზიციის სახით მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდება.
პარლამენტის თავმჯდომარის, იგორ გროსუს თქმით, სექტემბრის კენჭისყრა იქნება "გადამწყვეტი" ქვეყნის მომავლის ფორმირებისთვის.
"ჩვენ ან გვერდით მოვისვრით ყველაფერს, რაც მოდერნიზაციისა და ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე მიგვიღწევია, ან წინ წავიწევთ მშვიდობისა და განვითარებისკენ", - თქვა გროსუმ.
მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მისი მიზანია "უზრუნველყოს, რომ მოლდოვა დარჩეს მშვიდობის გზაზე, თავიდან აიცილოს კრემლის გავლენის ქვეშ მოქცევა და შეინარჩუნოს თავისი სუვერენიტეტი, ასევე თავისუფლება".