მოქალაქეების პროტესტის შემდეგ სწრაფი კვების რესტორანმა ვენდისმა კარტოფილზე პოსტი წაშალა.
პოსტში ეწერა, რომ მხოლოდ დღეს 2 ფრის შეძენა 1-ის ფასად იყო შესაძლებელი.
მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია ვენდისის მფლობელის სოსო ფხაკაძის განცხადებამ, რომელიც მან გუშინ გამოაქვეყნა.
ვრცელ განცხადებაში ფხაკაძე მთავრობას აქებს, მის ნაბიჯებს გონივრულს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლების ნაბიჯების შედეგად ქვეყანა ისე დაუახლოვდა ევროპას, როგორც არასდროს.
სწორედ ამ განცხადების გამო მოქალაქეები წერენ, რომ ბოიკოტს გამოუცხადებენ ფხაკაძის ბიზნესებს საქართველოში. ის არა ერთ ცნობილ ბრენდს ფლობს, მათ შორის ვენდისს, დანკინს, ვისოლს, საბვეის, სმარტს.