![კორძაია: მივდივარ პოლიტიკიდან, ვრჩები ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/bbc38aee-a868-4b8d-b22c-af20ee4b9ef2.jpg)
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, მარკ მილი აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების და მოკავშირეების ძალისხმევით, თითქმის 60 000 უკრაინელმა ჯარისკაცმა მიმდინარე ოპერაციისთვის გადამზადება გაიარა. შესაბამისი განცხადება მილიმ ბრიუსელში რამშტაინ-13-ის ფორმატის ბრიფინგზე განაცხადა.
"გლობალური ძალისხმევის შედეგად ახლა ხდება 6 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცის გადამზადება", - თქვა მილიმ.
მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები 40 სხვადასხვა საწვრთნელ ადგილას გადიან გადამზადებას. გადამზადება 65 კურსის საფუძველზე ტარდება 33 ქვეყნის ჩართულობით, 3 კონტინენტზე.
მილი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან ამერიკამ 11 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო გადაამზადა.